თუ აზერბაიჯანი განცხადებებს აკეთებს ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს სიმართლეს ამბობს, რადგან არცახის საკითხი ჯერ-ჯერობით მოყგვარებელია და სანამ არცახი იარსებებს, ის აზერბაიჯანის შემადგენლობაში ვე იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის გადაიქცევა რეზერვაციად ან საკონცენტრაციო ბანაკად. ასეთი აზრი „Sputnik სომხეთთან“ საუბარში გამოთქვა არცახის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა.
”ჩვენ კონფლიქტს აზერბაიჯანულ-ყარაბაღულს ვუწოდებთ და ხაზს ვუსვამთ, რომ კონფლიქტი აზერბაიჯანსა და ჩვენს შორის არის და ხოლო ისინი წინ სწევენ სომხურ-აზერბაიჯანულ ვერსიას. რაც გულისხმობს, რომ სომხეთს აზერბაიჯანის მიმართ აქვს ტერიტორიული ამბიციები. ახლა ისინი ახორციელებენ მეორე ეტაპს, იყნებენ ნ ეგრეთ წოდებულ ზანგეზურ გარემოებას. მათ შექმნეს აღმოსავლეთ ზანგეზურის ეკონომიკური ზონა, სადაც მიერთებულია არცახის მიმდებარე ტერიტორიებიც, რომლებიც ისტორიულად არ უკავშირდება ზანგეზურს.
ბაბაიანის აზრით, როცა ისინი ლაპარაკობენ აღმოსავლეთ ზანგეზურზე, აქ არ არის ზანგეზური, არის სომხეთის რესპუბლიკის სიუნიქის რაიონი.
„ყველაფრის მიუხედავად, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები განაგრძობენ მუშაობას, რადგან ეს არის საკითხის მოგვარების ერთადერთი ფორმატი. დრო სჭირდება მოლაპარაკებების სრული ძალით განახლებას. არცახის დაბრუნება მოლაპარაკებების მაგიდაზე ყოველთვის იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. სხვა ვარიანტი არ არსებობს”, – თქვა ბაბაიანმა.