პოლიტიკა

სტეპანაკერტში გააკრიტიკეს უცხოელი ელჩების ვიზიტი ოკუპირებულ შუშიში

როგორც „არმინფო წერს“, სტეპანაკერტში გააკრიტიკეს უცხოელი ელჩების ვიზიტი ოკუპირებულ შუშიში. არჩაკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა, გამოხატა თავისი დამოკიდებულება ოკუპირებული შუშიდან დიპლომატების ვიზიტის შესახებ, ეს ეთიკური და მორალური თვალსაზრისით არასწორად  მიიჩნია.

”ძალიან კარგია, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების, რუსეთის, შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ელჩები არ დათანხმდნენ ამ თვალმაქცობაში მონაწილეობაზე. უცხოელ დიპლომატთა ვიზიტი  არცახის  ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმ მსხვერპლისა და სისხლის ფონზე  არც ეთიკურად და არც მორალურად გამართლებული არ არის. ამით ისინი აგზავნიან მესიჯს, რომ ხელს უწყობენ აზერბაიჯანულ-თურქულ აგრესიას, რა, მათ სხვა საქმე არ აქვთ? ამ გაგებით ისინი ამართლებენ თურქული ტანდემის ამგვარ საქციელს, მხარს უჭერენ ძალადობას, არცახის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას“, თქვა ბაბაიანმა.   

ამავე დროს, მან ერთხელ თქვა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ერთ – ერთი ყველაზე რთული საკითხია მსოფლიო პრაქტიკაში და მისი მოგვარებისათვის საჭიროა დრო.  ახლა უკვე ნაადრევია საუბარი კონფლიქტის საბოლოო მოგვარების მიზნით მოლაპარაკებების პროცესში რაიმე პროგრესზე. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არცახი  არასდროს არ იქნება აზერბაიჯანის შემადგენელი  ნაწილი”, – აღნიშნა არცახის საკარეო საქმეთა მინისტრმა.

ცოტა ხნის წინ 46 ქვეყნის ელჩმა, მათ შორის სომხეთის მეგობარმა ქვეყნებმა, აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებული სომხური შუში მოინახულეს. ესენია ავსტრიის, ბელორუსიის, ბულგარეთის, ბრაზილიის, ჩინეთის, ავღანეთის, ალჟირის, პალესტინის, საქართველოს, ხორვატიის, იორდანიის, ისრაელის, შვედეთის, შვეიცარიის, იტალიის, კოლუმბიის, კორეაის,  უნგრეთის, კატარის, პაკისტანის, პოლონეთის, სერბეთის ელჩები, საუდის არაბეთის, ტაჯიკეთის, თურქეთის, უკრაინის, იაპონიის, საბერძნეთის, ბელგიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ჩილეს, ესტონეთის, ერაყის, ირანის, ყაზახეთის, ლიტვას, ლიბანის, რუმინეთის, სლოვაკეთის  დროებითი რწმუნებულები. მოგზაურობაში ასევე მონაწილეობდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლები. მხოლოდ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ელჩებმა – რუსეთმა, შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა თქვეს უარი ვიზიტზე. სამი მსოფლიო ძალების დიპლომატების ნაბიჯმა ბაქოს უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ სომხური შუში აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ, 2020 წლის 9 ნოემბერს. დღეს აზერბაიჯანი ცდილობს სრულად წაშალოს სომხური ყოფნის კვალი ამ ძველ სომხურ ქალაქში. დამახინჯებულია არა მხოლოდ ისტორიული შენობების, არამედ რელიგიური ნაგებობების ისტორიაც.

ნახეთ მეტი
Back to top button