მთავარიპოლიტიკა

ფაქტიურად პუტინმა თქვა, რომ ისინი მზად არიან იმუშაონ არსებულ სომხეთის მთავრობასთან, ანუ ფაშინიანთან. ალექსანდრე ისკანდარიანი

”არ ვფიქრობ, რომ ყარაბაღის საკითხში უახლოეს მომავალში იქნება პროგრესი. აზერბაიჯანი პრაქტიკულად უარს ამბობს ყარაბაღის საკითხის განხილვაზე. აზერბაიჯანიდან, მათ შორის მათი პრეზიდენტიდან მოდის დისკურსი, რომ ყარაბაღის პრობლემა არ არსებობს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, არის პრობლემა, ის არსად არ დაკარგულა”, – განაცხადა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ისკანდარიანმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან აღნიშნა, რომ 9 ნოემბრის შეთანხმება არ იყო შეთანხმება ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესახებ, ეს იყო ცეცხლის შეწყვეტის, ომის შეწყვეტის ხელშეკრულება.

პოლიტოლოგის აზრით, ლაპარაკი არ ყოფილა არცახის სტატუსზე, გარანტიებზე, პროცესებზე, მოლაპარაკებებზე.

”პრობლემა, რომელსაც სომხეთი ამ დროისთვის აზერბაიჯანთან ურთიერთობისას აწყდება, არის საზღვრების პრობლემა, ანუ იმ ტერიტორიების, რომლებსაც აზერბაიჯანი თანდათან ართმევს სომხეთს, სტაბილურობის პრობლემა ამ საზღვრებზე, ანუ უსაფრთხოების უზრუნველყოფა მესამე მხარის, რუსეთის მხრივ,  და გზების პრობლემა, ანუ კომუნიკაციების გახსნა სომხეთის გარშემო”, – თქვა ალექსანდრე ისკანდარიანმა.

ამ უკანასკნელის მიხედვით, აშკარაა, რომ სწორედ ეს იყო განხილული ფაშინიან-პუტინის შეხვედრაზე. მისი თქმით, თუ პუტინის ენიდან ვთარგმნით უნივერსალურ ენაზე, მაშინ პუტინმა ფაქტობრივად თქვა, რომ ისინი მზად არიან იმუშაონ სომხეთის არსებულ მთავრობასთან.

”ანუ, ჩვენ მზად ვართ ფაშინიანთან ვითანამშრომლოთ, ეს ჩვენს ინტერესშია, პროცესი გაგრძელდება. არ ვფიქრობ, რომ ხვალ პროგრესი დარეგისტრირდება ან გადამწყვეტი გადაწყვეტილებები მიიღეს ამ შეხვედრაზე”, – დასძინა პოლიტოლოგმა.

ნახეთ მეტი
Back to top button