საზოგადოება

შეიცვალა მოთხოვნები სომხეთში შესასვლელად

კორონავირუსის დაავადების გავრცელების რისკის მაქსიმალურად შესამცირებლად, სომხეთის რესპუბლიკაში გამოცხადებული საკარანტინო ვადა გაგრძელდა 2021 წლის 20 დეკემბრამდე. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აფრთხილებს ეპიდემიის დაავადების მატების მეოთხე ტალღის შესახებ. ამავდროულად, მთელ მსოფლიოში, მათ შორის მეზობელ რუსეთის ფედერაციაში (გამოკვლეულთა 88.5%), საქართველოსა და რიგ სხვა ქვეყნებში, რომელთანაც სომხეთი მჭიდრო კავშირშია, ფართო გავრცელება ჰპოვა ახალმა (დელტა) შტამმა, რომელსაც ახასიათებს უპრეცედენტო სწრაფი გავრცელება და დავადების უფრო მძიმე მიმდინარეობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში დაავადებათა რიცხვი გაიზარდა, სომხეთის რესპუბლიკაში გამოცხადებული საკარანტინო პერიოდი 6 თვით გაგრძელდა პრევენციული და ანტიეპიდემიური ღონისძიებების  გამოყენების მიზნით.

ამავდროულად, შეიტანეს გარკვეული ცვლილებები სომხეთის რესპუბლიკაში შესვლის მოთხოვნებში, კერძოდ, გამარტივდა მოთხოვნები ვაქცინაციის მოწმობაზე, და საბოლოოდ, არმედ სისტემის აპლიკაციის გარდა შასაძლებელია წარმოდგენა სხვა მობილური აპლიკაციით ან მობილური აპლიკაციიდან გენერირებული ქაღალდის ვარიანტით.

ამავდროულად, შესაძლებელია წარადგინოთ ისეთი სერტიფიკატი, რომლის მიღებასაც მიენიჭა სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს თანხმობა, საპასუხო პრინციპის საფუძველზე.

ნახეთ მეტი
Back to top button