პოლიტიკა

შუშის მონახულებაზე მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების უარი მიუთითებს მათი საშუამავალო მისიის აღდგენაზე: ექსპერტი

აზერბაიჯანში შეერთებული შტატების, რუსეთისა და საფრანგეთის ელჩების უარი ბაქოს მიერ შუშის მონახულების შეთავაზებაზე შეიცავს სხვადასხვა მესიჯებსა და ქვემესიჯებს.

ამის შესახებ ლიბანის ყოველდღიური გაზეთის  “აზდაკის” მთავარმა რედაქტორმა, ექსპერტმა  შაჰან კანტაჰარიანმა “არმენსპრესთან” საუბრისას განაცხადა.

”პირველ რიგში, ცხადია, რომ უარი შეთანხმებული იქნა  ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს შორის. ასეთი ნაბიჯი გულისხმობს იმას, რომ შუამავალი ქვეყნები კვლავ განიხილავენ შუშის სტატუსის საკითხს. ვიზიტი იქნებოდა  შუშის აზერბაიჯანულ ტერიტორიად აღიარება, რასაც სამივე ქვეყანამ თავი აარიდა. შუშის სტატუსის დაზუსტება წარმოადგენს სადავო პრინციპს. ვფიქრობ, ეს მხოლოდ შუშის სტატუსს არ ეხება, არამედ ზოგადად არცახის  ტერიტორიულ მთლიანობას”, – თქვა ექსპერტმა.

ის კიდევ ერთ საყურადღებო პრობლემას ხედავს. მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი შუშიში და ახალი სტრატეგიული პუნქტების პოპულარიზაცია ანკარა-ბაქოში ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც იმოქმედა  სამხრეთ კავკასიაში ახალი სამხედრო-პოლიტიკური სტატუს კვოს დამყარების მიმართულებით.

”აქ უკვე თვალსაჩინოა თუ რა განსხვავებაა მოსკოვისა და  ანკარის მიდგომებში. საეტაპო მესიჯები,  ალბათ, წინაპირობებია შუამავლობის სამთავმჯდომარიანი  ფორმატის აღსადგენად და მოლაპარაკებებში არა მხოლოდ შუშის, არამედ მთიანი ყარაბაღის  ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის გარკვევის საკითხის ჩასართავად“, -აღნიშნა  განტაჰარიანმა.  

ნახეთ მეტი
Back to top button