მთავარისაზოგადოება

GLOBE მიესალმება თავის ახალ პარტნიორ ქვეყანას, სომხეთის რესპუბლიკას

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანახმად, სომხეთის რესპუბლიკა 126-ე ქვეყანაა, რომელიც GLOBE პროგრამის ოჯახის წევრი ხდება.

”ჩვენ ველით, რომ სომხეთი განახორციელებს მდგრად სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამას – შეერთებულ შტატებში არსებულ GLOBE- ს განმახორციელებელი ოფისის (GIO) და ჩეხეთში განთავსებული GLOBE-ს ევროპის და ევრაზიის რეგიონალური საკოორდინაციო ოფისის მხარდაჭერით.

სომხეთო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება GLOBE ერების ოჯახში”,- აღნიშნა GLOBE- ს განმახორციელებელი ოფისის დირექტორმა, დოქტორმა ტონი მერფიმ. GLOBE პროგრამაში სომხეთის მონაწილეობის შესახებ ასევე მოხსენიებულ იქნა სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ვაჰრამ დუმანიანის ბოლოდროინდელი შეხვედრისას სომხეთის რესპუბლიკაში აშშ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ქალბატონ ლინ ტრეისთან.

შეხვედრაზე ვაჰრამ დუმანიანმა ისაუბრა აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნულ ადმინისტრაციასთან (NASA) თანამშრომლობაზე, კერძოდ, ივნისში GLOBE პროგრამის მემორანდუმის ხელმოწერაზე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გამოხატა ნდობა, რომ GLOBE პროგრამა, საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროგრამაა, საუკეთესოდ ჩართავს სომეხ სტუდენტებსა და მეცნიერებს საერთაშორისო ქსელში მსოფლიო გარემოს შესწავლის თვალსაზრისით, ამით კი ხელს შეუწყობს ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას სომხეთში ტექნოლოგიური განათლების განვითარებაში. ელჩმა ლ. ტრეისიმ დაადასტურა მზაობა გააგრძელოს და განავითაროს მრავალმხრივი თანამშრომლობა, ასევე ხაზი გაუსვა სომხეთის მონაწილეობას აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის (NASA) გლობალური ტრენინგისა და გარემოსდაცვითი დაკვირვების პროგრამაში (GLOBE).

ნახეთ მეტი
Back to top button