პოლიტიკა
ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა მიიღო რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი ისტრაკოვი
სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა მიიღო დელეგაცია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, გენერალ-პოლკოვნიკის სერგეი ისტრაკოვის ხელმძღვანელობით, რომელიც ჩამოვიდა სომხეთში სომხეთ-რუსეთის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში მორიგ საშტაბო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად.
როგორც თავდაცვის სამინისტროდ ავრცელებს ცნობას, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ვაღარშაკ ჰარუთიუნიანს გააცნო სამომავლო სამუშაოების სფერო, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განსახილველი საკითხები. შეხვედრაზე განიხილეს სომხური მხარისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი.