
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არმენ მელიქბეკიანი და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პირველი მოადგილე არმენ ნიკოღოსიანი.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი იუწყება, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ფეხბურთი არის ერთ-ერთი სფერო, სადაც ჩვენი საზოგადოება მნიშვნელოვან ცვლილებებს ხედავს. უნდა აღვნიშნო, რომ მთავრობა მიესალმება ამ ცვლილებებს, რადგან მათ ძალიან ძლიერი შედეგები მოაქვთ. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ეროვნულმა საფეხბურთო გუნდმა , ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთულ პერიოდში თავისი გამარჯვებებით იმედი ჩაუსახა ჩვენს ხალხს.
არმენ მელიქბეკიანმა მადლობა გადაუხადა ნიკოლ ფაშინიანს შეფასებისთვის. ”სინამდვილეში, ჩვენ მთავრობისა და სხვადასხვა ორგანოების მხარდაჭერა ვიგრძენით ომის ურთულეს მომენტებშიც და ომის შემდეგაც, რადგან ამ მხარდაჭერის გარეშე, ასეთ რთულ ვითარებაში შეუძლებელი იქნებოდა შეხვედრების ორგანიზება, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მართლაც რთულ მომენტებში ფეხბურთმა, როგორც სოციალურმა ფენომენმა შეძლო სომხეთის გარკვეული მხარდაჭერა. სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის სტრატეგია დაწერილია 2025 წლამდე, ჩვენ ვაპირებთ მინიმალური ამოცანის შესრულებას ამ პერიოდისათვის, 2022 ან 2024 წლებში წარმატებებს მივაღწიოთ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე“.