
აზერბაიჯანში აკრედიტირებული რუსეთის, შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ელჩებმა უარი თქვეს მონაწილეობა მიეღონ აზერბაიჯანის მიერ ორგანიზებულ ყარაბაღის ოკუპირებულ მიწებზე სტუმრობაში. რადგან ამ ქვეყნის ლიდერებს, სურთ გააძლიერონ თავიანთი როლი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში. „Sputnik სომხეთთან“ საუბრისას ასეთი აზრი გამოთქვა ადამიანის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა თევან პოღოსიანმა.
„როგორც რუსეთმა, ისე საფრანგეთმა და შეერთებულმა შტატებმა არა ერთხელ თქვეს, რომ მათ ესმით, რომ არცახის საკითხი არ გადაჭრილა, კონფლიქტი გრძელდება. 9 ნოემბერი მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაა და არა პრობლემის მშვიდობიანი მოგვარება. ”მათ სურთ გააძლიერონ თავიანთი როლი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ ისინი არ წავიდნენ შუშიში”, – თქვა მან.
პოღოსიანის თქმით, ალიევმა ელჩები წაიყვანა შუშიში, რატთა თავი მოეწონებინა, რომ მათ “გაათავისუფლეს” სომხების მიერ “ოკუპირებული” მიწები, შეეცადა ფაქტების დამახინჯებას, თავის გამართლებას და ყველა ბრალდების სომხური მხარისთვის გადაბრალებას.
„ეს პროგნოზირებადი იყო და არა მხოლოდ ეს. აშკარაა ისინი იმას აკეთებენ, რასაც აქამდე აკეთებდნენ. აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ იგივე პოლიტიკას ატარებს, რასაც 1994 წლიდან ატარებდა. ამჟამადაც შეეცადა აზერბაიჯანში აკრედიტირებული ელჩებისათვის თავი უცოდველ „პლუშის დათუნიად“ გაეცნო“, – თქვა პოღოსიანმა.