საზოგადოება
”სომხები ამდიდრებენ ჩვენს ტრადიციებს“: ადამ შიფი იმყოფებოდა გლენდელის სომხურ-ამერიკული მუზეუმის დასაფუძნებლად

ამერიკელი კონგრესმენი ადამ შიფი კალიფორნიაში დაესწრო სომხურ-ამერიკული მუზეუმის დაფუძნებას, მისი შენობის საფუძვლის ჩაყრას და კულტურული ცენტრის გახსნას
ამასთან დაკავშირებით, მან დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. „მე პატივი მქონდა დავსწრებოდი გლენდეილის ცენტრში მუზეუმის საფუძვლის ჩაყრას, რომელიც სომხურ-ამერიკული მუზეუმისა და კულტურის ცენტრის მშენებლობის დასაწყისი გახდა.
ამერიკელი სომხები ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამდიდრებენ ჩვენს ადათ-წესებს, ტრადიციებსა და საზოგადოებებს. მათი ამბავი ამერიკული ამბავია, რომელიც მოგვითხრობს ტანჯვაზე, გამძლეობასა და სიმტკიცეზე. ეს მუზეუმი უზრუნველყოფს ამ ამბის გადაცემას თაობიდან თაობაზე“.