
9-10 ივლისს მთიანი ყარაბაღის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აზერბაიჯანის ხელისუფლების ვიზიტში ზოგიერთი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლების მონაწილეობასთან დაკავშირებით, შესაბამისი დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები მიწვეულნი იქნენ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობას ავრცელებს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტი. სამინისტროში ელჩებს გადაეცათ განცხადებები მათი ქვეყნის მთავრობებისთვის, სადაც, კერძოდ, აღინიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკა აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნევს დიპლომატიური წარმომადგენლების აზერბაიჯანში ვიზიტს, მათ შორის არცახის ისტორიულ ცენტრ შუშიში და ჰადრუთში. ამ ტერიტორიებზე სომეხი მოსახლეობა დაექვემდებარა ეთნიკურ წმენდას და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი იქნა სამხედრო მასობრივი დანაშაულები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ამგვარი ზომებით ცდილობს ლეგალიზება გაუკეთოს არცახის მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიას, აძლიერებს კონფლიქტის იძულებითი მოგვარების შესახებ საკუთარ მისწრაფებას.
„ შეხვედრის დროს ხაზი გაესვა, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების მონაწილეობა ასეთ ვიზიტებში ეწინააღმდეგება სომხეთის რესპუბლიკასა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სულისკვეთებას, ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების პოზიციას.” ამასთან დაკავშირებით, სომხეთი კატეგორიულად მოუწოდებს თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისაგან, რომლებიც შეიძლება ამართლებდეს ძალის გამოყენებას და ამით ძირს უთხრის რეგიონალურ მშვიდობას და უსაფრთხოებას.