მთავარიპოლიტიკა

ყოველდღიური გაზეთი “სომხეთის რესპუბლიკა”. თურქული ცეკვა … სომხური ეკლესიის კედელზე

”კვირას ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ადიან სამი ადამიანი სტამბოლის ქადქოის  კვარტალში არსებულ სომხური წმინდა მეფის ეკლესიის შესასვლელ კედელზე  და ხმამაღალი მუსიკის ქვეშ ცეკვავენ ჯვარის ირგვლივ. გუშინ ქალაქ სტამბულის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ზემოხსენებული პირები უკვე დააკავეს საკუთარ სახლში. უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის ხელისუფლებამ საკმაოდ სწრაფად მოახდინა რეაგირება და არ მისცა უფლება მოვლენები განვიტარებულიყო ამ მიმართულებით, მაგრამ არ არის რთული იმის პროგნოზირება, თუ როგორ იმოქმედებენ შედგომ, დაისჯებიან თუ არა დამნაშავეები. კულტურული ვანდალიზმი უცხო არ არის არც თურქეთისთვის და არც აზერბაიჯანისთვის. ამ ორმა სახელმწიფომ დიდი ”წარმატებები” დააფიქსირა ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ხელისუფლება საუკუნეების განმავლობაში სრულყოფდა სომხების, ბერძნების და სხვა ხალხების კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ან მითვისების მცდელობას, მათ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე, აზერბაიჯანმა ამ “ოსტატობას” მიაღწია საუკუნის განმავლობაში და დღესაც აგრძელებს კულტურულ გენოციდს. .. ».

ნახეთ მეტი
Back to top button