მთავარიპოლიტიკა

შეერთებული შტატები გააგრძელებს მცდელობებს ტყვეების დაბრუნების უზრუნველსაყოფად: ბლინკენი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის  ნიკოლ ფაშინიანის  ინიციატივით სატელეფონო საუბარი გშედგა  აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან  ენტონი ბლინკენთან.

ამერიკულმა მხარემ მიულოცა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში  “სამოქალაქო ხელშეკრულების” პარტიის გამარჯვება და ხაზი გაუსვა სომხეთის მთავრობის მიერ ბოლო წლებში გადადგმულ თანმიმდევრულ ნაბიჯებს სომხეთის დემოკრატიული მიღწევების უზრუნველსაყოფად.

ამ კონტექსტში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა შდადებითად შეაფასა  ნიკოლ ფაშინიანის ძალისხმევა ქვეყანაში წინასაარჩევნო დაძაბულობის  მშვიდობიანი გზით მოგვარების და ოპოზიციასთან ცივილიზებული ურთიერთობების დამყარებისკენ.

სახელმწიფო მდივანმა დაარწმუნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მცდელობებს ტყვეების  დაბრუნების უზრუნველსაყოფად.

რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, სახელმწიფო მდივანმა დიდი მნიშვნელობა  ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების საქმიანობის განახლების აუცილებლობას, ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესის მკაფიო დღის წესრიგის შემუშავებას, რაც საშუალებას მისცემს  ნაპოვნი იქნას კონფლიქტის  მოგვარების საშუალებები.  

ნახეთ მეტი
Back to top button