მთავარისაზოგადოება

2022 წლის იანვრიდან სომხეთში ამოქმედდება უცხოელთა სამუშაო ნებართვების ახალი სისტემა

2022 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში იმოქმედებს  უცხოელთა სამუშაო ნებართვის ახალი სისტემა. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს სომხეთის მიგრაციის სამსახური.

მიგრაციის სამსახურის მიერ შემუშავებული სისტემა მთლიანად ელექტრონულია, ციფრულია ნებართვების გაცემის მთელი პროცესი, რაც დაზოგავს დამსაქმებლების  დროს და ხელს შეუწყობს პროცესს. დოკუმენტაციის მიმოქცევის ყველა  მოცულობა  ციფრულია, დამსაქმებელი უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციას სისტემაში ატვირთვის გზით. ადმინისტრაცია მოსახერხებელია, პროცედურა  –  გამარტივებული.

შემცირდა პროცესის სხვადასხვა კომპონენტის ვადები, რაც დამქირავებელს საშუალებას აძლევს, უცხოელისთვის სამუშაო ნებართვა მოიპოვოს ამჯამინდელი  ორი თვის ნაცვლად, ერთი თვის განმავლობაში.

ნახეთ მეტი
Back to top button