
სომხეთის სახელმწიფო ინტერესთა ფონდსა და „აირ არაბია“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეროვნული საჰაერო გადამზიდავის შექმნისკენ. ამის შესახებ სომხეთის ვიცეპრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტიგრან ავინიანმა განაცხადა”ზვართნოცის” აეროპორტში, ეროვნული ავიაკომპანიის შექმნის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე.
”ეს არის სტრატეგიული საინვესტიციო პროგრამა, ის დიდ შესაძლებლობებს ქმნის სომხეთში ავიაციის განვითარებისათვის”, – თქვა მან.
სომხეთის ვიცეპრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ტიგრან ავინიანი და „აირ არაბია“-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნული გადამზიდავი შეიხი აბდულა ბინ მუჰამედ ალ -თანი მონაწილეობდნენ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალში. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის სახელმწიფო ინტერესების ფონდის ხელმძღვანელმა დავით ფაფაზიანმა და ავიაკომპანია „აირ არაბია“-ს დირექტორმა ადელ აბდულაჰ ალ ალიმ. ტიგრან ავინიანის თქმით, ხელმოწერილი ხელშეკრულებით შეიქმნება დამოუკიდებელი ერთობლივი კომპანია, რომელიც დაფუძნებული იქნება აეროპორტ „ზვართნოც“-ში.