მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანელ სამხედროები ადამიანების წამებისას შთაგონებულნი იყვნენ მათალჩინოსნების განცხადებებით: სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველი (ვიდეო)

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 47-ე სესიის 12 ივლისის სხდომაზე, სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის ვიდეო დაიშვა მხოლოდ დამოუკიდებლობის  ”A” საერთაშორისო სტატუსის  მქონეთათვის განკუთვნილ ვიდეო გზავნილზე. გზავნილი მოიცავდა  აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეების მიერ სომეხი სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების წამებისა  და თავის მოკვეთის სცენებს, სადაც აზერბაიჯანელი სამხედროები შთაგონებულები იყვნენ მარალჩინოსანი ოფიციალუირი პირების განცხადებებით.

ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების ქმედებებისა და საზოგადოებრივი შეტყობინებების ანალიზი ამტკიცებს ფაშიზმამდე მისული რასისტული ინსტიტუციური პოლიტიკის არსებობას.

სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მოხსენებები ადასტურებს, რომ ამჟამად ეს პოლიტიკა აისახება აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეების ქმედებებზე, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან  სომხეთის სასაზღვრო გამყოფ  გზებზე და სომხური სოფლების მეზობლად.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის 300-ზე მეტი ვიდეოს ყოვლისმომცველმა ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი შთაგონებულია აზერბაიჯანის მაღალჩინოსნების მიერ.

ეს ყველაფერი აზერბაიჯანმა დაადასტურა აზერბაიჯანის დედაქალაქში ე.წ. ნადავლის პარკის” გახსნით, სადაც გამოფენილია სომეხი ჯარისკაცების  ცვილის ფიგურები დამამცირებელი პოზით  და მოკლული სომხების ჩაფხუტები.

ეს არის მიჯაჭვული მძევლების პარკი. ეს არის ადამიანის ტანჯვის მუზეუმი, რასიზმის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი მუზეუმი.

ყველა ეს ფაქტი ადასტურებს აზერბაიჯანის გენოციდურ პოლიტიკას არცახისა  და სომხეთის მოსახლეობის მიმართ.

ნახეთ მეტი
Back to top button