
ბოლო ორი თვის განმავლობაში სომხეთს ორი მსხვერპლი ჰყავდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა მთავრობის სხდომაზე, სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ნათესავებს, ამავე დროს მიიპყრო კუხო-სა და ეუთოს მჯ თანათავმჯდომარე ქვეყნების ყურადღება ამ ფაქტზე.
„აღებული ვალდებულებების მიუხედავად, ჯერ-ჯერობით აზერბაიჯანს არ დაუბრუნებია ჩვენი სამხედრო ტყვეები. ნებისმიერ შემთხვევაში, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჩვენ შევძელით 104 სამხედრო ტყვის დაბრუნება. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა ჩვენი სამხედრო ტყვეების დასაბრუნებლად. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ყოვლისმომცველი მოგვარება, საზღვრების დემარკაცია და დელიმიტაცია, რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვა ჩვენი პრიორიტეტებია“, – თქვა ფაშინიანმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი არღვევს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების პიორობებს თავისი დესტრუქციული განცხადებებით. ამავე დროს, ისინი გამოწვევას უქმნიან ყველა იმ საერთაშორისო ძალებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებით.