მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს მშვიდობას: ფაშინიანმა პასუხი გასცა ალიევს

სომხეთის მოქალაქეებისგან მიიღო  სომხეთისა და არცახის  მშვიდობიანი განვითარების ეპოქის გახსნის მანდატი.  ამის შესახებ დღეს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა სომხეთის მთავრობის მორიგ  სხდომაზე.

„ეს მანდატი ჩვენი ქვეყნის გარშემო ხელსაყრელი გარემოს შექმნას, რეგიონული კომუნიკაციების გახსნას, რეგიონული სტაბილურობისა და ადგილობრივი მშვიდობის დამყარებას გულისხმობს“, – თქვა მან.

არჩევნების შემდეგ, მისი თქმით, ხდება ის, რაც იწინასწარმეტყველეს. აზერბაიჯანი, საერთაშორისო ასპარეზზე მშვიდობიანი განცხადებების მიუხედავად, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს რეგიონში მშვიდობას.

„ამას აკეთებს ისეთი ტაქტიკით, რომელიც ასევე  პროგნოზირებადია, რომელიც აჩვენებს, რომ სომხეთი ან არცახი  ეწინააღმდეგებიან მშვიდობას, დემარკაციის, დელიმიტაციის პროცესებს, ამ ფონზე, თავს გაიმართლებს და კვლავ გააგრძელებს  აგრესიულ პოლიტიკას, რომლის გამოვლინებც ჩვენ  ამ რამდენიმე დღის წინათ ვნახეთ. იგივეს   ვხედავდით ჩვენ ამ ბოლო თვეებშიც“, – თქვა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზი გაუსვა, რომ სამუშაო ჯგუფი სომხეთის, რუსეთის და აზერბაიჯანის ვიცე პრემიერ- მინისტრების დონეზე ახორციელებს საკმაოდ კონსტრუქციულ და ეფექტურ მუშაობას რეგიონალური კომუნიკაციების გახსნის საკითხზე, ხოლო აზერბაიჯანის გაუგებარ განცხადებებს ე.წ. “ზანგეზურის დერეფნის” შესახებ რაიმე კავშირი არ გააჩნია ჯგუფის მუსაობასთან.

ერასხის  საზღვარზე მოხდა სროლა. არის მსხვერპლი, აზერბაიჯანულ მხარესაც აქვს დანაკარგები.

„ჩემი კომენტარი ერთმნიშვნელოვანია. აზერბაიჯანი დერეფანთან დაკავშირებით აკეთებს განცხადებებს, რომ ხელი შეუშალოს სამმხრივ სამუშაო ჯგუფს და არ დაუშვას რეგიონალური კომუნიკაციების გახსნა. რატომ?  აზერბაიჯანის მიზანია სომხეთის ბლოკადის 30 წლიანი  პროცესის გაგრძელება“, – თქვა მან და დასძინა, რომ სომხეთი გააგრძელებს მუშაობას სამმხრივ სამუშაო ჯგუფში სომხეთის ბლოკადის გარღვევის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გამოხატა რწმენა, რომ სომხეთი, რუსეთის და მისი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით,  წარმატებას მიაღწევს.

ნახეთ მეტი
Back to top button