საერთაშორისო

აქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 466 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 466 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 800 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 765, „პისიარ“ ტესტით – 16 035.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,75 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,31 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,67 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 384 387 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 362 957 გამოჯანმრთელდა, 5 516 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 334 199 ადამიანი, დღიურად აცრილია 8 448.

კარანტინის რეჟიმშია 52, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 001 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 016 პირი.

ამასთან, 15 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 164 პაციენტი.

ნახეთ მეტი
Back to top button