პოლიტიკასაერთაშორისო

აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას – ენტონი ბლინკენი

„რუსთავი2“ წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცება ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას.

“ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების გამო, ეს 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება. ამბიციური სასამართლო რეფორმა საქართველოს წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია,”- წერს ენტონი ბლინკენი Twitter-ზე.

ნახეთ მეტი
Back to top button