მთავარიპოლიტიკა

ტერიტორიული მართვისა და ინფრსტრუქტურების მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა სომხეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების მაღალ დონეს

სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ არმენ სიმონიანმა მიიღო სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე, განიხილეს სატრანსპორტო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ამის შესახებ “არმენპრესს” აცნობეს სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან.

არმენ სიმონიანმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და საქართველოს შორის ორმხრივად სასიკეთო მეგობრული ურთიერთობების მაღალ დონეს, რასაც მოწმობს 9 ივლისს მდინარე დებედზე სადახლო-ბაგრატაშენის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე “მეგობრობის” ხიდის საძირკვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია.

შეხვედრის დროს, საქართველოს ელჩმა და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ განიხილეს ორმხრივ სატრანზიტო სატვირთო გადაზიდვების ორგანიზებასთან დაკავშირებული გარკვეული პროცედურების რეგულირების საკითხები, კერძოდ, საქართველოში საშიში ტვირთების ტრანსპორტირებისთვის სპეციალური ნებართვების გაცემა.

ასევე განიხილეს საქართველოში ელექტრონული სანავიგაციო ლუქების გამოყენების შესაძლებლობა სომხეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სატრანზიტო ტვირთგადაზიდვების მონიტორინგის მიზნით. შეხვედრაზე ასევე შეეხნენ სომხეთსა და საქართველოს შორის საერთაშორისო საავტომობილო კომუნიკაციის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ორმხრივ სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

ნახეთ მეტი
Back to top button