კულტურამთავარი

ფილმი “როდესაც ქარი ჩადგება” ნაჩვენები იქნა კანის კინოთეატრში “ოლიმპია 3”

სომხეთის ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრისფინანსური მხარდაჭერით გადაღებული (საფრანგეთი-სომხეთი-ბელგია ერთობლივი ნაწარმოები) რეჟისორ ნორა მარტიროსიანის ფილმი “როდესაც ქარი ჩადგება” ნაჩვენები იქნა  კანის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, რაც უპრეცედენტო და სასიხარულო მოვლენაა თანამედროვე სომხური კინოსთვის.  ამის შესახებ სომხეთის ეროვნული კინოცენტრი იტყობინება.

ფილმი მოგვითხრობს ალენზე, საფრანგეთის აეროპორტების აუდიტორზე, რომელიც ჩამოდის არცახის რესპუბლიკის ახალაშენებულ აეროპორტში. ეს თვითგამოცხადებული ქვეყანა, მტრის სახელმწიფოებით გარშემორტყმული და არასტაბილური საზღვრებით, ცდილობს ფეხზე წამოდგეს დამოუკიდებლობისთვის ომის შემდეგ. ალენმა უნდა გაითვალისწინოს, შეესაბამება თუ არა ეს აეროპორტი  საერთაშორისო სტანდარტებს. აეროპორტის თანამშრომლებთან ინტერვიუს დროს, ალენი თანდათანობით აღმოაჩენს ქვეყანას, რომელიც ზოგიერთ რუქაზეც კი არ არის ნახსენები, მაგრამ ის რეალურად არსებობს მისი მოსახლეობით, მთავრობით, სისტემებით, კულტურული  სფეროებით.

რეჟისორი: ნორა მარტიროსიანი, სცენარისტები: ნორა მარტიროსიანი, ემანუელ პაგანო, ოპერატორი: სიმონ როკა, პროდიუსერები: ჯული პარატიანი, ანი ვორსკანიანი, ანაბელ ნეზრი, კომპანიები: Sister Productions, “Aneva production”, Kwassa Films. ANEVA Production.

ნახეთ მეტი
Back to top button