მთავარისაზოგადოება

ღალაჩიანმა თქვა, როდის იქნება მზად სომხეთ-საქართველოს ყველა გზა

ვანაძორ-ბაგრატაშენის გზის M6 სამშენებლო სამუშაოები დასრულდება 2021 წლის 31 აგვისტოს. ამის შესახებ ეროვნული კრების საგანგებო სხდომაზე განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ქრისტინე ღალეჩიანმა, წარადგინა რა პროექტი “სომხეთსა და აზიის განვითარების ბანკს  შორის “სომხეთი-საქართველოს სასაზღვრო რეგიონალური გზის გაუმჯობესების პროგრამაში (M6 ვანაძორი-ბაგრატაშენი) რეგიონალურ სასესხო პროგრამაში (სესხი No3449- ARM) ცვლილების რატიფიცირების შესახებ”.

”პროექტით შემოთავაზებულია 2021 წლის 7 აპრილს ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულების შესაბამისი ცვლილების რატიფიცირება, რომელიც ითვალისწინებს სესხის ხელშეკრულების ვადის  გახანგრძლივებას 2022 წლის 31 დეკემბრამდე. გზის სამშენებლო სამუშაოების დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე “, – თქვა ღალჩიანმა.

მისივე თქმით, პროგრამის ბოლოს, 2022 წელს, მოსალოდნელია, რომ ვანაძორიდან ბაგრატაშენის მიმართულებით მოძრაობის ხანგრძლივობა შემცირდება, საშუალო დღიური ინტენსივობა 3500 მანქანამდე გაიზრდება 2014 წლის 2800-ის ნაცვლად. გათვალისწინებულია სატვირთო ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი ზრდა.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ პროგრამის განხორციელება ჭიანურდება, რადგან საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამო დამატებითი სამუშაოები გამოჩნდა წყლის ხაზების დამონტაჟებასთან, კანალიზაციის ხაზების გადატანასთან დაკავშირებით.

პარტია ,,ჩემი ნაბიჯიდან“ დეპუტატი გევორგ პაპოიანი დაინტერესდა, ხომ არ აშენდება სომხურ-ქართული “მეგობრობის” ხიდი ამ პროგრამით, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სომხეთსა და საქართველოს გზებს შორის პრობლემა არ არის, ისინი მაღალ დონეზე აიყვანეს. საპასუხოდ, ღალეჩიანმა აღნიშნა, რომ “მეგობრობის” ხიდის მშენებლობა რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის დახმარებით ხორციელდება, ეს არ არის აზიის განითარების ბანკის სასესხო პროგრამის ფარგლებში.

”2022 წელს დავასრულებთ ზოგადად ხიდის და გზის მშენებლობას, ანუ 2022 წელს ხიდის მშენებლობას, ხოლო 2021 წელს M6 ვანაძორ-ბაგრატაშენის გზის მშენებლობას. საგზაო ქსელის გაუმჯობესება უზრუნველყოფს რეგიონალურ დონეზე კონკურენტუნარიანი გზის ქონას”, – თქვა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა დღეს განაცხადა, რომ ახალი სასაზღვრო ხიდი სომხეთსა და საქართველოს შორის 2022 წლის მაისიდან დაიწყებს მუშაობას.

ნახეთ მეტი
Back to top button