მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი უარს ამბობს სომხეთი-საქართველო-აზერბაიჯანი-რუსეთი რკინიგზის ექსპლოატაციისათვის დერეფნის დათმობაზე: ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან მოლაპარაკებების დროს, როგორც პრიორიტეტული საკითხი ყურადღება გაამახვილა სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და სხვა დაპატიმრებულ პირთა  რაიმე წინაპირობის გარეშე  დაბრუნების შესახებ. ამის შესახებ ფაშინიანმა ჩარლზ მიშელთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

”მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანის პოლიტიკა, რომ არ დააბრუნოს სამხედრო ტყვეები, მძევლები ან სხვა პატიმრები, არ არის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების დარღვევის ერთადერთი შემთხვევა. მოგეხსენებათ, 9 ნოემბრის განცხადება ითვალისწინებს რეგიონში ყველა სატრანსპორტო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განბლოკვასაც.  აზერბაიჯანი ხელს უშლის ამ პროცესს არა მხოლოდ აშკარა საფრთხეებით სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის შესახებ, არამედ, თავისი ვალდებულებების მიუხედავად, უარს ამბობს სომხეთს დერეფანი დაუთმოს, სომხეთი-საქართველო, აზერბაიჯანი-რუსეთი რკინიგზის ექსპლოატაციისათვის“, – თქვა ფაშინიანმა.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი განახორციელებს რეგიონალური კომუნიკაციების განბლოკვის, ადრე არსებული საკომუნიკაციო გზების აღდგენას, კერძოდ, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის აღდგენას, ააშენებს ახალ „ჩრდილოეთ-სამხრეთ“ მაგისტრალს, ამ მიმართებით მეტად მნიშვნელოვანია ევროკავშირის ხელშეწყობა.

ნახეთ მეტი
Back to top button