მთავარიპოლიტიკა

განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ტყვეების დაუყოვნებლივ დაბრუნებას წინაპირობების გარეშე: ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჩარლზ მიშელთან მოლაპარაკებების დროს პრიორიტეტი იყო სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და სხვა პატიმრების დაბრუნება.

„განსაკუთრებულად აღინიშნა, რომ აუცილებელია ზერბაიჯანში, ტყვეობაში მყოფი სამხედო პირების, მძევლებისა და სხვა პატიმრების დაუყოვნებლივი დაბრუნება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების პირობების შესაბამისად.  სამხედრო ტყვეების, მძევლების და  სხვა დაპატიმრებულთა დაუბრუნებლობა აზერბაიჯანის მიერ   9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების პირობების დარღვევის ერთადერთი შემთხვევა არ არის“, – თქვა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა შეახსენა, რომ 9 ნოემბრის განცხადება ითვალისწინებს რეგიონში ყველა სატრანსპორტო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განბლოკვასაც.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის აზრით, აზერბაიჯანი ხელს უშლის ამ პროცესს.

ნახეთ მეტი
Back to top button