მთავარისაზოგადოება

კორონავირუსის მდგომარეობა ამ დროისთვის მართულია: ფაშინიანმა მიიღო აფეიანი

კორონავირუსის მდგომარეობა ამ დროისთვის მართულია, მიღებულმა  გამოცდილებამ ბევრი რამ გვასწავლა. აღნიშნა პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა კომპანიების  Flagship Pioneering-ის და Moderna Therapeutics-ის  დამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან,  Aurora ჰუმანიტარული ინიციატივის თანადამფუძნებელთან, აღმასრულებელ დირექტორთან, ნუბარ აფეიანთან შეხვედრისას.  

ნიკოლ ფაშინიანმა და ნუბარ აფეიანმა განიხილეს ეროვნული დღის წესრიგის, სომხეთის მთავრობის პროგრამების, სომხეთის განვითარების ერთობლივი პროგრამების საკითხები.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებს კონსულტაციებს აფეიანის კომპანიასთან, ამერიკული  “მოდერნა” ვაქცინების შესაძენად.  აფეიანი გახდა მილიარდერი კორონავირუსის ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული მოგების წყალობით.

ნახეთ მეტი
Back to top button