საერთაშორისო

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის848 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში 18 194 ტესტი ჩატარდა და კორონავირუსი 848 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის სესახებ ცნობას აქვეყნებს „რუსტთავი2“.

კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 15 ადამიანი. ინფექციისგან განიკურნა 1231.

ახალი შემთხვევების უმრავლესობა, 487, თბილისში დაფიქსირდა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყველა საწოლი დაკავებულია – კლინიკის დირექტორის მოადგილე, ჯავარა უგრეხელიძე ამბობს, რომ ამჟამად ზრდასრული კოვიდინფიცირებულებისთვის მობილიზებული 350 საწოლი მთლიანად არის დატვირთული. მისივე ინფორმაციით, საწოლების რაოდენობას ყოველდღიურად ამატებენ. 

“ბავშვთა საწოლებს რაც შეეხება, სრულ მზადყოფნაში ვართ და საჭიროების შემთხვევაში დაიწყებს ოპერირებას ბავშვთა საწოლებით რესპუბლიკური საავადმყოფოც,” – აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე. 

ნახეთ მეტი
Back to top button