მთავარიპოლიტიკა

საჭიროა თავი შეიკავოთ აგრესიული რიტორიკისგან: ჩარლზ მიშელი ალიევის განცხადებებზე

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მიუთითა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის  განცხადებებზე, რომელიც ერთი მხრივ საუბრობს მშვიდობაზე, მეორეს მხრივ რიტორიკულ განცხადებებს აკეთებს სომხეთის ტერიტორიებთან დაკავშირებით.

ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩარლზ მიშელმა უპასუხა “არმენპრესის” კითხვას, რომ ერთი მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი საუბრობს მშვიდობაზე, მეორეს მხრივ, თქვენ იხილეთ განცხადებები სომხეთის ტერიტორიების მიმართ ამბიციების შესახებ.   რა უნდა გააკეთოს ევროპამ ამ საკითხთან დაკავშირებით?

მიშელმა უპასუხა, რომ  საჭიროა თავი შეიკავოთ აგრესიული რიტორიკისგან, რათა შესაძლებელი იყოს ყველა კომპონენტისა და ელემენტის მოგვარება.

 „ხვალ შევხვდები აზერბაიჯანის პრეზიდენტს, შევეცდები ვნახო რა კონსტრუქციული, პოზიტიური როლი შეუძლია ევროკავშირს ითამაშოს და როგორ გამოხატოს მინსკის ჯგუფის მხარდაჭერა. იმედი მაქვს გამოვიყენებთ ჩვენს გამოცდილებას. ევროკავშირის ისტორია ასევე ეფუძნება წინა კონფლიქტების დაძლევას. მაგრამ წინა კონფლიქტების გადალახვის შემდეგ, ევროკავშირის დონეზე ძალიან სერიოზული პროგრესი იქნა მიღწეული. ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ. თავიდან ეს ადვილი არ იყო, ჩვენ ეტაპობრივად შევძელით ამ  უნიკალური პოლიტიკური პროგრამის შექმნა, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე და თანამშრომლობაზე”, – თქვა მიშელმა.

რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების თემაზე საუბრისას, მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა  ტრანსპორტის სექტორის პრობლემებს.

„მე ვიცი, რომ დაგეგმილია რკინიგზის განახლება. ეს შეიძლება იყოს დიალოგის ერთ-ერთი შესაძლო სფერო. მე არ ვუგულველყოფ სირთულეებს, ვხვდები რა დაბრკოლებები და სიძნელეები არსებობს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია  პოლიტიკური ნების გამოვლენა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შესაძლებელია ყველა საკითხის მოგვარება ერთ დღეში, ამას დრო სჭირდება, სირთულეები იქნება, მაგრამ უპირველესია  თანამშრომლობის უკეთესი ატმოსფეროს შექმნა, განსხვავებული მოსაზრებების, არგუმენტების აღქმა. უნდა შევეცადოთ ვიპოვოთ  შესაძლო გადაწყვეტილებები“, – თქვა სშარლ მიშელმა.

ნახეთ მეტი
Back to top button