მთავარიპოლიტიკა

ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სომხეთისთვის 2,6 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური პაკეტის გამოყოფას: ჩარლზ მიშელი

ევროკავშირს სურს იყოს სომხეთის ერთგული, მისი აქტიური პარტნიორი კეთილდღეობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების სფეროსი.  ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანთან ბრიფინგის დროს.

”ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სომხეთის პრიორიტეტების განხორციელების ხელშესაწყობად უპრეცედენტო 2.6 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური პაკეტის გამოყოფის  საკითხს.  ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა  ამ პრიორიტეტებზე”, – თქვა ჩარლზ მიშელმა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ხვალ აზერბაიჯანში გაემგზავრება, ორშაბათს კი საქართველოში.

”ევროკავშირს სურს გუჩვენოს თავისი ჩართულობა რეგიონში. ჩვენ გვინდა გავაძლიეროთ კავშირი ევროკავშირსა და ამ რეგიონის ქვეყნებს შორის”, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button