2022 წ. გლენდეილის სომხური მუზეუმისთვის ფედერალური ბიუჯეტი 950 ათას დოლარს ითვალისწინებს: ადამ შიფი
კონგრესმენმა ადამ შიფმა გამოაცხადა, რომ ფედერალური ბიუჯეტი 2022 ფისკალური წლისთვის ითვალისწინებს 950 000 აშშ დოლარის დაფინანსებას გლენდეილში, (კალიფორნია) სომხური ამერიკის მუზეუმისა და კულტურული ცენტრის მშენებლობისა და განვითარებისათვის.
”სომხური წარმოშობის ამერიკელები ჩვენი ერის განუყოფელი ნაწილია და ამდიდრებენ ჩვენს ადათ-წესებს, ტრადიციებსა და საზოგადოებებს”, – თქვა შიფმა. ”მათი ამბავი – ამერიკული ამბავია, ეს არის იმედის ამბავი, გამძლეობისა და ახალი ინიციატივების ამბავი. სომხურ-ამერიკული მუზეუმი და კალიფორნიის კულტურული ცენტრი მომავალი თაობების ისტორიის ხანგრძლივობის საწინდარია“.
შიფი დაესწრო გლენდეილის ცენტრალური პარკის დამფუძნებელ ცერემონიალს, სადაც 50000 კვადრატული მეტრის სიგრძის ორსართულიანი შენობა აშენდება.
”მე პატივი მაქვს, რომ სომხეთ-ამერიკელ ამომრჩეველთან ვითანამშრომლებ აღიარებისა და სამართლიანობის საკითხებში”, – თქვა შიფმა მუზეუმის საფუძვლის ჩაყრისას.
”მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ინვესტიციები ამ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრში შევა სახელმწიფო დაფინანსების პაკეტში და მე გავაგრძელებ მუშაობას მისი დამტკიცებისთვის.