
შეჯამდა საშტაბო მოლაპარაკებები სომხეთის რესპუბლიკისა და რფ შეიარაღებულ ძალებს შორის. 5 დღიანი ვიზიტით სომხეთში მყოფმა რუსეთის შეიარაღებული ძალების დელეგაციამ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი ისტრაკოვის მეთაურობით, წარმოადგინა მოლაპარაკებების შედეგები და მიუთითა შემდგომი ნაბიჯები.

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა არტაკ დავთიანმა მადლობა გადაუხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების დელეგაციას მჭიდრო თანამშრომლობისთვის. განიხილეს სომხეთ-რუსეთის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის შემდგომი მიმართულებები, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
