მთავარიპოლიტიკა

არშაკ კარაპეტიანი დაინიშნა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ

გენერალ-მაიორი არშაკ კარაპეტიანი დაინიშნა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ. პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც გამოქვეყნდა e-gov.am ვებსაიტზე.

„ საჯარო სამსახურის შესახებ ”სომხეთის რესპუბლიკის კანონის მე -9 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, არშაკ კარაპეტიანი დაინიშნოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ”, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

20 ივლისამდე გენერალ-მაიორ არშაკ კარაპეტიანს ეკავა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობა, რომელზეც დაინიშნა 2021 წლის 13 აპრილს. ის არის სამხედრო ოპერაციების მონაწილე. იგი დაიბადა 1967 წლის 6 თებერვალს, ერევანში. 1993-2018 წ.წ. მსახურობდა სრ შეიარაღებულ ძალებში, 2018-2021 წწ. იგი იყო სომხეთის პრემიერ მინისტრის მრჩეველი. არშაკ კარაპეტიანი 1984-1989 წლებში სწავლობდა რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის სამხედრო-საზღვაო უმაღლეს სასწავლებელში, 1994 – 1997 წლებში -რფ შეიარაღებული ძალების ფრუნზეს სამხედრო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა ოქროს მედლით. ის მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთის იორკის უნივერსიტეტის სამხედრო ინგლისურის სწავლაში, მას გავლილი აქვს სამხედრო დიპლომატიის კურსები რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აკადემიაში ასევე აშშ ჰარვარდის კენედის უნივერსიტეტში.

ნახეთ მეტი
Back to top button