
ირგვლივ საერთაშორისო მოვლენების წინ აზერბაიჯანი ყოველთვის მიდის პროვოკაციებზე. ამჯერად საზღვრის დესტაბილიზაციის მიზეზი გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარის ჩარლზ მიშელის ხელმძღვანელობით დელეგაციის რეგიონში ვიზიტი. სასაზღვრო ინციდენტები მიმართულია იქიტკენ, რომ მიიპყრონ დაინტერესებული მხარეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის, აგრეთვე აზერბაიჯანის ნახიჩევანის დამაკავშირებელი გზის გახსნისკენ. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც აზერბაიჯანი ცდილობს ისაუბროს შანტაჟის ენაზე, რაც, რა თქმა უნდა, რაიმე შედეგებს ვერ მოიტანს“.