მთავარიპოლიტიკა

გაზეთი “სომხეთის რესპუბლიკა”: რატომ ამოიღეს მიზანში ერასხი

„ბოლო დღეების განმავლობაში სომხეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად აქვეყნებდა მოხსენებებს ერასხის  სექტორში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სროლების შესახებ. რატომ იქნა გამიერასხი მიზანში ამოღებული?

რატომ დაიწყეს ერასხიდან?  რომ წარმოვიდგინოთ, თუ რა ხდება, უნდა გავაერთიანოთ  ორი  ფაქტი. პირველი ის, რომ ირანი მიისწრაფვის  რეგიონში  ახალი სატრანსპორტო სტრუქტურის შექმნის აუცილებლობაზე, სომხეთის ჩათვლით, ინდოეთი საუბრობს მულტიმოდალური დერეფნის შექმნაზე სპარსეთის ყურიდან შავ ზღვამდე, სადაც სომხეთსაც ეკისრება მნიშვნელოვანი როლი. აშკარაა, რომ  თურქეთ-აზერბაიჯანის ძმობამ აქ რაღაც უნდა მოიმოქმედოს, ეჭვქვეშ დააყენოს ჩრდილოეთ -სამხრეთის ლოგისტიკური პროგრამის მიზანმიმართულობა ერასხის სექტორში დაძაბულობის შექმნით.

ეკონომისტ კარენ სარქისიანის სიტყვებით, „ერასხი არის სომხეთის ჩრდილოეთ- სამხრეთის მაგისტრალის დამაკავშირებელი ძირითადი ტერიტორია და თუ მტერი ამ მიმართულებით გარკვეულ პოზიციურ პროგრესს მიაღწევს, მაშინ ჩვენი რესპუბლიკის სამხრეთი რაიონები ვაიქი და სიუნიქი  მოწყვეტილი აღმოჩნდება დედაქალაქსა და სხვა რაიონებს.  ასეთ სცენარში, სიუნიქის ე.წ. “დერეფნის” პრობლემის მოგვარება, როგორც იტყვიან, ტექნიკურად გაადვილდება.  უფრო მეტიც, ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო გზა ან ამ შემთხვევაში ერევან-მეღრი-ირანის სასაზღვრო საავტომობილო მაგისტრალი გადის ერასხზე და არასასურველი მოვლენების შემთხვევაში, ჩვენს სამხრეთ მეზობელთან, ირანთან კავშირი გაწყდება“.

ნახეთ მეტი
Back to top button