საზღვარზე ვითარების გამწვავებით, აზერბაიჯანული მხარე ზეწოლას ახდენს სომხეთის ხელმძღვანელობაზე, რათა მომავალში გარკვეული დათმობები მიიღოს. Sputnik სომხეთთან საუბარში ასეთი აზრი გამოთქვა სამხედრო ექსპერტმა მჰერ ჰაკობიანმა.
ერთ-ერთი დათმობა იქნება ეგრეთ წოდებული “ზანგეზურის დერეფნის” საკითხი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ რეაგირებას მოახდენენ დაინტერესებული საერთაშორისო მოთამაშეები.
”დერეფნის საკითხი არის ძალიან რთული, მრავალ შინაარსობრივი, ინტერესების დიდი კონფლიქტის მომტანი საკითხი. მაგალითად, რუსული მხარის ინტერესი ამ საკითხის მიმართ ორაზროვანია, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი საწინააღმდეგო მოსაზრება არსებობს. ირანული მხარე არ არის დაინტერესებული, თურქულ-აზერბაიჯანული მხარე ნამდვილად არის დაინტერესებული, მაგრამ ახლა ისმის კითხვა, თუ როგორ შეძლებენ ეს მოთამაშეები თავიანთი ინტერესების წინ წაწევასა და მათ დაცვას პრაქტიკულ დონეზე”, – აღნიშნა მან. იმ დაკვირვებას, საკმარისია თუ არა სომხეთის პოტენციალი იმისათვის, რომ სიტუაცია ბოლომდე კონტროლდებოდეს, რომ მტერმა არ მიაღწიოს მატერიალურ წარმატებას, ჰაკობიანმა უპასუხა:
”დარწმუნებული არ ვარ, რომ მტერმა დაისვა ამოცანა ერასხის სექტორში წინსვლისთვის, მაგრამ იქმნება გარკვეული ადგილობრივი ცხელი ზონა”, – თქვა მან.
ექსპერტს უჭირს სომხეთ-აზერბაიჯანის ჯარების პოტენციალის ნათლად გაანალიზება ომის შემდგომ პერიოდში.
”ომს გარკვეული თვალსაზრისით მოულოდნელი დასასრული ჰქონდა, ზუსტად ვერ ვიტყვით, თუ რა დაკარგეს სომხურ-აზერბაიჯანულმა არმიებმა, რა მოიპოვეს ამ პერიოდში”, – დასძინა ჰაკობიანმა, მაგრამ არ გამორიცხა, ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა.