მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის პროვოკაციული ნაბიჯები და ექსპანსიონისტური მისწრაფებები ახალ საფრთხეს უქმნის სომხეთსა და არცახს. ფაშინიანი

სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება კვლავ დაძაბულია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა დღეს, 22 ივლისს, მთავრობის სხდომაზე.

,,აზერბაიჯანის პროვოკაციული ნაბიჯები და ექსპანსიონისტური მისწრაფებები ახალ საფრთხეს უქმნის ჩვენს რეგიონს, სომხეთსა და არცახს. ამ კონტექსტში, პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც რუსეთი ასრულებს ჩვენს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. სომხეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფება და მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო მისია მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

ამავე დროს, მე მჯერა, რომ აზერბაიჯანი აპირებს ჩაშალოს 9 იანვრისა და 11 იანვრის სამმხრივი განცხადებების შესრულება, კერძოდ, რეგიონული კომუნიკაციების გახსნა და სომხეთის ბლოკირება. როგორც ადრე, სომხეთი რეგიონალური კომუნიკაციების გახსნას ძალიან მნიშვნელოვნად და პრიორიტეტად მიიჩნევს და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით კონკრეტული შედეგების მიღწევის მოლოდინით”, – აღნიშნა მან.

ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი შეასრულებს წერილობით ვალდებულებას ტყვეების, მძევლებისა და სხვა დაკავებულების დაბრუნების შესახებ.

”მიმდინარე წლის 12 მაისის შემდეგ, აზერბაიჯანის მიერ სომხეთის რესპუბლიკის საზღვრის დარღვევა სოთქ-ხოზნავარის მონაკვეთზე მიუღებელია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კრიზისის მოგვარების წინადადებას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან  ორივე მხრიდან სარკისებურად ქვედანაყოფების გაყვანის, რუსი მესაზღვრეების ან საერთაშორისო დამკვირვებლების განლაგების გზით, რამაც შეიძლება შექმნას აუცილებელი პირობები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტიციისთვის.

,,ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისთვის. რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას სხვა ალტერნატივა არ აქვს და სომხეთის მთავრობა მზად არის შეასრულოს სომხეთის ხალხისგან მიღებული მანდატი სომხეთისთვის, არცახისთვის და ზოგადად რეგიონისთვის მშვიდობიანი განვითარების ეპოქის გასახსნელად”, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button