მთავარიპოლიტიკა

პრეზიდენტი არმენ სარგსიანი სამუშაო ვიზიტით იაპონიას ეწვევა

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა იაპონიას. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა,  რომ პრეზიდენტი სარგსიანი, რიგ სახელმწიფოთა მეთაურებთან ერთად დაესწრება ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს ტოკიოში. სომხეთის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს იაპონიის იმპერატორის ნარუჰიტოს მიერ საიმპერატორო სასახლეში ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებაში და ისაუბრებს იმპერატორთან.

წყაროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტის არმენ სარგსიანის შეხვედრა იაპონიის პრემიერ მინისტრთან სუგა იოშიჰიდესთან, რომლის დროსაც განიხილება სომხეთ-იაპონიის ურთიერთობების გაღრმავებისა და ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები.

პრეზიდენტი სარგსიანი ასევე შეხვდება რიგი ცნობილი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებსა და ბიზნესმენებს სომხეთ-იაპონიის თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად, ასევე სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

სომხეთის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ტოკიოსკენ მიმავალ გზაზე დაგეგმილია პრეზიდენტ სარგსიანის შეხვედრა კატარის სახელმწიფოს ხელმძღვანელობასთან, საუბარი შეეხება  სომხეთ-კატარის თანამშრომლობის გაფართოებისა და ინვესტიციების შესაძლებლობების საკითხებს.

ნახეთ მეტი
Back to top button