მთავარიპოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრისა და სომხეთში აკრედიტირებული ელჩების შეხვედრის თემა იყო აზერბაიჯანის ხელყოფის შედეგად შექმნილი ვითარება

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არმენ გრიგორიანმა 20 ივლისს მიიღო სომხეთში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.

როგორც ,,არმენპრესს“ განუცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შეხვედრის მთავარი თემა იყო აზერბაიჯანის მიერ სომეხთა სუვერენული ტერიტორიის ხელყოფის შედეგად შექმნილი ვითარება, კერძოდ, სიუნიქისა და გეღარქუნიქის რეგიონებში შეჭრა. ახალი კერის შექმნა ერასხის დასახლების მიმართულებით სრ არარატის რეგიონში.

წყაროს ცნობით, შეხვედრაზე არმენ გრიგორიანმა აღნიშნა, რომ ამ ქმედებების პარალელურად, ოფიციალური ბაქო სომხეთის წინააღმდეგ ყალბ ტერიტორიულ-ისტორიულ მოთხოვნებს აყენებს, რაც აშკარად მიუთითებს აზერბაიჯანის საოკუპაციო მისწრაფებებზე სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის მიმართ. ამ კონტექსტში, არმენ გრიგორიანმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ”სომხეთის რესპუბლიკა და მთელი სომეხი ხალხი არ შეეგუება მათი უფლებების ასეთ დარღვევებს. დღეს სომხეთის შეიარაღებული ძალები სრულად ასრულებენ თავიანთ პასუხისმგებლობას სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად. სომხეთი განათავსებს მთელ სამხედრო-პოლიტიკურ ინსტრუმენტს, ითანამშრომლებს შესაბამის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში”.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, არმენ გრიგორიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი საერთაშორისო პარტნიორებისგან მკაფიო რეაგირებას ელოდება აზერბაიჯანის მიერ საერთაშორისო სამართლის ასეთ დარღვევებზე.

განსაკუთრებით ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყარაბაღის სამშვიდობო პროცესის განახლებისა და საბოლოოდ კონფლიქტის დარეგულირების გარეშე, რეგიონს მუდმივად შეექმნება უსაფრთხოების დარღვევის ახალი მცდელობები.

”სომხეთი მზადაა ჩაერთოს ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ შემოთავაზებული მიდგომების საფუძველზე, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებენ თანათავმჯდომარეების მიერ შემუშავებულ პრინციპებს, მათ შორის თვითგამორკვევის უფლებას”, – თქვა არმენ გრიგორიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button