მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პარლამენტში „პორტფელები“ რიგდება, თანამდებობებს „სახელი“ მიეკუთვნებათ რამდენიმე დღის შემდეგ

როგორი „საჩემოდანო“ განწყობებია  სომხეთის პარლამენტსა და მთავრობაში?  როგორ შეიცვლება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების სტრუქტურები? ბევრი ახალი სახე არ არის, სამაგიეროდ ჭორია ბევრი, განსაკუთრებით იმაზე, თუ ვინ რა პოზიციაზე გამოჩნდება ცვლილებების შემდეგ.

ზუსტად 12 დღეში, 2 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი კვლავ გახდება პრემიერ მინისტრი ყოველგვარი არჩევისა და განხილვის გარეშე. როგორც  კონსტიტუციის 149-ე მუხლი განსაზღვრავს: ახლად არჩეული პარლამენტის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის არჩევა არ არის გათვალისწინებული. როდესაც ახლად არჩეული პარლამენტი იწყებს ფუნქციონირებას, უმრავლესობა პრეზიდენტს წარუდგენს პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, პრეზიდენტი დაუყოვნებლივ ნიშნავს პრემიერ მინისტრს.

კიდევ ერთი ათვლა დაიწყება 2 აგვისტოს.  15 დღეში გვექნება ჩამოყალიბებული მთავრობა. 2 აგვისტოდან 7 აგვისტომდე 5 დღის განმავლობაში პრემიერ მინისტრი წარადგენს ვიცე პრემიერ მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს, შემდეგი 10 დღე ეძლევა პრეზიდენტს გადაწყვეტილების  გამოსატანად, მისაღებად  ან საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის ვადაში  გასაჩივრებისათვის.

როგორც წინანდელი პარლამენტის სახელმწიფო-სამართლებრივი კომისიის წევრი ვაჰაგნ ჰოვაკიმიანი ამბობს,  მთავრობის ფორმირების შესახებ ყველა დისკუსია თითქმის დასრულებულია, გაირკვა მომავალი მთავრობის იმიჯი. მაღალი დონის გადაწყვეტილებების გარდა, ეს  საკითხი  პარტიის გამგეობამაც განიხილა, მაგრამ ”ფრჩხილები” ჯერ არ გახსნილა.

პარტიის დონეზე უკვე დაადასტურა, რომ ნაციონალური მოძრაობის სპიკერის კანდიდატი არის ალენ სიმონიანი, ვიცე-სპიკერები არიან რუბენ რუბინიანი და ჰაკობ  არშაკიანი. ფრაქციის ხელმძღვანელის პოსტზე დასახელდება ჰაიკ კონჯორიანი, ხოლო მდივანი იქნება ნაზელი ბაღდასარიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button