მთავარიპოლიტიკა

ბაქოს სასამართლომ 13 სომეხ სამხედრო ტყვეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბაქოს სასამართლომ 13 სომეხ სამხედრო ტყვეს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საერთო რეჟიმის კოლონიაში.

სასამართლომ დაადგინა, რომ მათი ექსტრადიცია მოხდებოდა სასჯელის მოხდისთანავე.

პროკურორმა სთხოვა საბრალდებო დასკვნიდან ამოეღოთ 214.2.1, 214.2.3 მუხლები (ტერორისტული ქმედება, რომელიც ჩაიდინეს პირთა ჯგუფმა, ორგანიზებულმა ჯგუფმა ან კრიმინალურმა გაერთიანებამ (კრიმინალური ორგანიზაცია) ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით) და 279.2-ე მუხლი (თავდასხმა საწარმოებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებსა ან ინდივიდუალურ პირებზე, შეიარაღებული ფორმირებების ან კანონით გაუთვალისწინებელი ჯგუფების შემადგენლობაში).

მან მოუწოდა ბრალდებულები დამნაშავედ სცნონ 318.2 მუხლებით (ჯგუფის მიერ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა) და 228.3 მუხლით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა, გადაცემა, გაყიდვა, შენახვა, ტრანსპორტირება) და მიუსაჯონ თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით, ხოლო ექსტრადიცია მოხდეს ვადის ამოწურვისთანავე.

ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან თათოიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ სომეხი პატიმრების სასამართლო პროცესები სრულიად უსაფუძვლო და ხელოვნურია. დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ ეს თავისუფლების აღკვეთა არის საერთაშორისო კანონით აკრძალული სასჯელი.

თათოიანის მიხედვით, აშკარაა, რომ ეს “პროცესები” გარე სამყაროსთვის განკუთვნილი ვუალია, “თავის გამართლება”, რომ ტყვეები არ გაათავისუფლონ.

ნახეთ მეტი
Back to top button