ეკონომიკამთავარი

ბირთვული დარგის საუკეთესო სპეციალისტებმა დაიწყეს სომხეთის ელექტროსადგურის რეაქტორის რეაბილიტაცია: „როსატომი“

სომხეთის ბირთვულ ელექტროსადგურში დაიწყო დაგეგმილი პრევენციული რემონტის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი  –   ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ პროცედურის განხორციელება საშუალებას მისცემს გაგრძელდეს  სომხური ელექტროსადგურის ექსპლუატაცია 2036 წლამდე. ცნობას ავრცელებს „როსატომი“.

მოსამზადებელ სამუშაოებს თითქმის წელიწადნახევარი დასჭირდა. რეაქტორის კორპუსის ლითონის თბოგამძლეობის  დამუშავება განხორციელდება ერთი კვირის განმავლობაში.

სამუშაოების ორგანიზებას მოდერნიზაციის ხელშეკრულების ფარგლებში ახორციელებს სს “როსატომ სერვისი”, რომელიც არის “როსატომის” სახელმწიფო კორპორაციის ელექტროენერგიის განყოფილების შემადგენელი ნაწილი.

ნახეთ მეტი
Back to top button