მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში ორმხრივი ინტერესის მქონე საკითხთა ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო 2020 წლის 9 ნოემბრის და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი დეკლარაციების ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების შესრულებას, კერძოდ, ტყვეთა დაბრუნების საკითხს, რეგიონული გზების გახსნას.

განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო საკითხები ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროებში.

ნიკოლ ფაშინიანმა რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე ხაზი გაუსვა რუსეთის მნიშვნელოვან როლს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების საქმიანობის მნიშვნელობას.

ნახეთ მეტი
Back to top button