მთავარიპოლიტიკა

ბაქოს პროვოკაციებმა სათანადო პასუხი უნდა მიიღონ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან: არმენ გრიგორიანი

აზერბაიჯანის პროვოკაციებმა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მიიღონ, ამის შესახებ აღნიშნა  სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არმენ გრიგორიანმა, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ეგიდით მიმდინარე  მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე გამოსვლისას.

„პანდემიის დროს გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას გლობალური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რასაც მოჰყვა უშიშროების საბჭოს 2532-ე რეზოლუცია,   გასული წლის შემოდგომაზე, აზერბაიჯანმა, თურქი, სირიელი და ლიბიელი ბოევიკების უშუალო მხარდაჭერით, დაიწყო მასშტაბური აგრესია მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა ათასობით მსხვერპლი, იძულებით გადაადგილებულები, მატერიალური ზარალი.  აზერბაიჯანმა გამოიყენა ძალა, რომ აღეკვეთა არცახის  მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლება, დაარღვია გაეროს ქარტია, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად აშკარად წერია, რომ ყველა საერთაშორისო დავა მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს“,-  ხაზი გაუსვა გრიგორიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button