მთავარიპოლიტიკა

გაზეთი “სომხეთის რესპუბლიკა“: აზერბაიჯანი დამნაშავედ იქნა ცნობილი

ბაქოს მძიმე  დანაშაულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 13 სომეხი სამხედრო ტყვე და თითოეულ მათგანს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელიც უნდა მოიხადონ საერთო რეჟიმის კოლონიაში.  განაჩენში ნათქვამია, რომ ”სასჯელის მოხდის შემდეგ, ბრალდებული უნდა გაძევდეს აზერბაიჯანიდან”. სომეხი სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები და სასამართლო პროცესები ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა და სრულიად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს

წინა დღეს, 22 ივლისს, გამოცხადდა განაჩენი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ედუარდ დუბაკოვის სისხლის სამართლის საქმეზე და მას მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ ყველაფრის კონტექსტში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი აზერბაიჯანის წინააღმდეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. დაფიქსირდა, რომ აზერბაიჯანმა აწამა და თავისუფლება ჩამოართვა სომხეთის მოქალაქე არტურ ბადალიანს, რომელიც იყო დაკარგული და საბოლოოდ გამოჩნდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.  განაჩენი საქმეზე “არტურ ბადალიანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინააღმდეგ” შეიძლება გახდეს დღეს აზერბაიჯანში უკანონოდ დაკავებული სომეხი სამხედრო ტყვეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვის საფუძველი. ”აზერბაიჯანული კრიმინალური ხელწერა არ იცვლება, შემაკავებელ ფაქტორთა შორის საუკეთესო პასუხისგებაში მიცემაა“, – წერს გაზეთი.

ნახეთ მეტი
Back to top button