მთავარიპოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სპეციალურ ანგარიშს გამოაქვეყნებს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ

სექტემბერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოაქვეყნებს სპეციალურ მოხსენებას სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ.

კვლევას ატარებს ირლანდიელი დეპუტატი პოლ გივანი, რომელიც მომდევნო კვირას, 26-28 ივლისს, ფაქტების შემგროვებელი მისიით ეწვევა აზერბაიჯანს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას განცხადების თანახმად, ევროპელი დეპუტატი შეხვდება აზერბაიჯანის პარლამენტის წევრებს, მთავრობის  და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

”მას ასევე ექნება შესაძლებლობა მოუსმინოს დევნილებს, შეხვდეს აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა კომისარს”, – განაცხადა ასამბლეამ და დასძინა, რომ ვიზიტი უკეთესად გააცნობს საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის წითელი ჯვრისა და გაეროს დევნილთა საკითხებით კომისარის როლს და წვლილს დევნილთა პრობლემების გადაჭრის საკითხში”.

მაისის დასაწყისში ირლანდიელი დეპუტატი ფაქტების შემმოწმებელი მისიით ეწვია ერევანს.

ნახეთ მეტი
Back to top button