მთავარიპოლიტიკა

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაური შეხვდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მიიღო სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების სარდალი, პოლკოვნიკი არმან მარალჩიანი.

ამის შესახებ იუწყება  “ალიქ მედია”.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის მიზანია საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სასაზღვრო სფეროში ურთიერთობების გაღრმავების საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button