ეკონომიკამთავარი

სომხეთი მოიხმარს მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ელექტროენერგიას

მიუხედავად უპრეცედენტო ვითარებისა, ატომური ელექტროსადგურისა და ჰრაზდანის ელექტროსადგურის მეხუთე ბლოკის გაჩერების, არცახის ა ჰესების დაკარგვით და ამინდის გამო ელექტროენერგიის უპრეცედენტოდ დიდი მოხმარებით, სომხეთი სრულად აკმაყოფილებს ელექტროენერგიის მოთხოვნას შიდა რესურსებით და განაგრძობს ექსპორტს ირანში.  11 ივლისის შემდეგ სომხეთი საქართველოდან ელექტროენერგიის იმპორტს არ ახორციელებს, მაგრამ არ გამორიცხავს, ​​რომ იაფი შემოთავაზების შემთხვევაში კვლავ შემოიტანს.

ამის შესახებ სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ჰაკობ ვარდანიანმა “არმენსპრესთან” საუბრისას განაცხადა.

„ამ დროისთვის ჩვენ საქართველოდან ელექტროენერგია არ შემოგვაქვს,  ჩვენ მხოლოდ ეკონომიკური ეფექტისთვის შემოვიტანეთ, ანუ იმ დროს საქართველომ შემოგვთავაზა უფრო დაბალი ფასი, ვიდრე ჰრაზდანის თბოელექტროსადგურის ფასია, ანუ ამჯობინეთ იმპორტი. წარმოებისას  მეტი გაზი უნდა დაგვეხარჯა ჰრაზდანის ელექტროსადგურში, ჩვენ საქართველოდან იაფად შემოვიტანეთ. 11 ივლისიდან იმპორტი აღარ განხორციელებულა, რადგან ამ დროისთვის საქართველოს  ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობა არ აქვს”, – თქვა ვარდანიანმა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სომხეთი და საქართველო ყოველთვის ახდენენ ელექტროენერგიის გაცვლას  ერთმანეთთან.  ”ზამთარში ელექტროენერგია მათთან ძვირი ჯდება, რადგანაც მხოლოდ თბოელექტროსადგურები მუსაობენ. თუ ჩვენ იაფი პროდუქციის შეტთავაზების საშუალება გვაქვს, პირიქით  ვაძლევთ ენერგიას. ყოველთვის არის  სეზონური გაცვლები ან ორმხრივი შესყიდვები”, – თქვა მან და აღნიშნა, რომ წელს იმპორტის ფაქტორი  უფრო მკაფიოდ არის გამოხატული, რადგან ხალხი შეშფოთებულია ატომური ელსადგურის გრძელვადიანი გაჩერებით.

ვარდანიანმა არ გამორიცხა, რომ თუ, მაგალითად, შემდეგ თვეში საქართველოს შეუძლია უფრო იაფი ელექტროენერგიის შეთავაზება, ვიდრე ჰრაზდანის ელექტროსადგურის ბლოკია, მოხდება ბლოკის გართვა და ელექტროენერგიის შემოტანა საქართველოდან. ატომური  ელექტროსადგურის დახურვის გამო ადგილი ჰქონდა ვაკანსიას, რომელსაც ჩვეულებრივ იკავებს ჰრაზდანის ელექტროსადგური, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულ ელექტროენერგიას აწარმოებს. ვარდანიანმა აღნიშნა, რომ იგი საკმაოდ კარგად მუშაობს, სამი სამუშაო ერთეულიდან მხოლოდ ერთია გათიშული, სამაგიეროდ  საქართველოდან შემოდის უფრო ხელმისაწვდომ ფასად. ამავე დროს, ვარდანიანმა აღნიშნა, რომ ატომური ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგია საკმაოდ იაფია, ის არ გაჩერებულიყო, არ დაგვჭირდებოდა საქართველოდან იაფფასიანი ელექტროენერგიის შემოტანა.  სომხეთმა საქართველოდან ელექტროენერგიის შემოტანა 5 მაისს დაიწყო.

ამ მომენტისათვის სომხეთი არა თუ აკმაყოფილებს მის შიდა მოთხოვნილებას, არამედ აგრძელებს ექსპორტს ირანში.

ნახეთ მეტი
Back to top button