საზოგადოება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აპირებს გაზარდოს შემოწირულობების მოცულობა სომხეთში

მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და მომსახურების სისტემებზე COVID-19 ეპიდემიის გავლენის საკითხებზე მომუშავე ათენის  სამიტის ფარგლებში მონაწილე ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრებს  შეხვდა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ანაჰიტ ავანესიანი, შეხვედრებისას განხილული იქნა   სექტორულ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.

ჯანდაცვის სამინისტროს  ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ოფისის დირექტორთან ჰანს კლიუგესთან შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის სასურველ პრიორიტეტულ საკითხებზე, კერძოდ, ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემის დანერგვაზე,  ჯანდაცვის პირველადი განყოფილების (პოლიკლინიკური მომსახურება) საქმიანობაზე. შეხვედრის ძირითადი თემა იყო ვაქცინაციის პროცესი სომხეთში COVID-19 ეპიდემიის გამო, ვაქცინების მიღების შესაძლო ვარიანტებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების საშუალებით.

ჰანს კლიუგემ კმაყოფილება გამოხატა სომხეთში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ, ხაზი გაუსვა ხელშესახებ მიღწევებსა და განხორციელებული პროგრამების ეფექტურად განხორციელებას. მან რწმენა გამოთქვა, რომ სომხეთთან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუშაობა  ამიერიდან უფრო ინტენსიური იქნება და აპირებს სომხეთში შემოწირულობების გაზრდას.

ნახეთ მეტი
Back to top button