მთავარიპოლიტიკა

ცნობილია ეროვნული კრების პირველი სესიის დღის წესრიგი

ცნობილია სომხეთის მე -8 მოწვევის ეროვნული კრების პირველი სესიის დღის წესრიგი.

ამის შესახებ “არმენპრეს”-მა შეიტყო ეროვნული კრების ოფიციალური ვებგვერდიდან. პირველ სესიაზე დაგეგმილია დამთვლელი კომისიის შექმნა, პარლამენტი აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს, სამ ვიცე-სპიკერს. დღის წესრიგშია ასევე ეროვნული კრების  მუდმივი კომიტეტების შექმნისა და მათი თავმჯდომარეების არჩევის საკითხები.

პირველი სესიის დღის წესრიგში ასევე შედის შემდეგი საკითხები: მთავრობის წინადადებით, მთავრობის სტრუქტურის შეცვლის შესახებ კანონპროექტის განხილვა, სამთავრობო პროგრამის დამტკიცების საკითხი.

ეროვნული კრების პირველი სესია მოიწვევა 2 აგვისტოს.

ნახეთ მეტი
Back to top button