მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანმა საომარი მოქმედებები დაიწყო სომხეთის საზღვარზე, სოტკიდან ზედა შორჟამდე

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს შეტევითი ოპერაციები სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებზე, სოტკიდან ზედა  შორჟამდე. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო. ჩატარებულია სამხედრო ოპერაციები, მიმდინარეობს ინტენსიური შეტაკებები.

სამინისტროს ცნობით, ოპერაცია დაიწყო რუსეთის ფედერაციის დედაქალაქ მოსკოვში მოლაპარაკებების წინ.

„მოწინააღმდეგე ცდილობს თავისი პოზიციების გაუმჯობესებას, ცდილობს შექმნას ხელსაყრელი პირობები წინსვლისათვის. სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ასრულებენ თავიანთ საბრძოლო დავალებებს, იცავენ თავიანთ პოზიციებს და არ აძლევენ მტერს  წინსვლის საშუალებას “, – აღნიშნავს თავდაცვის სამინისტრო.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ინიციატივით დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, სომხურ მხარეზე არის სამი გარდაცვლილი,  ორი დაჭრილი.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 09:20 საათისთვის აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფები, დანაკარგების  შემდეგ   საწყის პოზიციებზე დაბრუნდნენ.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დანარჩენ ნაწილში მდგომარეობა სტაბილურია და სომხეთის შეიარაღებული ძალების სრული კონტროლის ქვეშაა.

ნახეთ მეტი
Back to top button